ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

16 დეკემბერი, 2018 • 1636
სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო. აღნიშნულის შემდეგ ის უკვე საქართველოს პრეზიდენტია.

ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ღონისძიებას 1 800-მდე სტუმარი ესწრება.

პარალელურად, თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს ოპოზიციის მხარდამჭერთა კოლონა, რომელთაც გზად არაერთი პრობლემა შეექმნათ. რამდენჯერმე  მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი