ახალი ამბები

რიკოთის გვირაბში 25–დან 27 ივნისამდე, ღამღამობით მოძრაობა შეიზღუდება

23 ივნისი, 2014 • • 1420
რიკოთის გვირაბში 25–დან 27 ივნისამდე, ღამღამობით მოძრაობა შეიზღუდება

“24, 25, 26 და 27 ივნისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ამინდის გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები მოიხსნება და ავოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში.


გვირაბის მოვლა–შენახვის ფარგლებში გეგმიური დასუფთავების სამუშაოები წელიწადში 2–ჯერ ტარდება.

რიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი

მასალების გადაბეჭდვის წესი