ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიბანში იმყოფებოდა

23 ივნისი, 2014 • • 1112
აფხაზეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიბანში იმყოფებოდა

პსნიპრესის ინფორმაციით, შეხვედრა ლიბანში სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო პალატის წარმომადგენლებთან შედგა. 

 

გამოცემის ინფორმაციითვე, შეხვედრის დროს განიხილეს პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისა და ახალი ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხი. 

 

როგორც აპსნიპრესიდან ირკვევა, მხარეებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს. 

 

აფხაზეთის დელეგაცია ბეირუთში
აფხაზეთის დელეგაცია ბეირუთში

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი