ახალი ამბები

“გაწევ-გამოწევები ამ მშვენიერ დღეს აფუჭებს” – სესიაშვილი

16 დეკემბერი, 2018 • 1222
“გაწევ-გამოწევები ამ მშვენიერ დღეს აფუჭებს” – სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა ინაუგურაციის დღეს აფუჭებს. სესიაშვილი ასე გამოეხმაურა თელავის გზაზე ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გამართულ პროტესტს, რომელიც პოლიციის მიერ გზის გადაკეტვამ გამოიწვია.

“ყველას აქვს გამოხატვის უფლება და თქვენ იცით, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა ამ უფლების დარღვევის შემთხვევა. მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში ტარდება ზეიმი, ყველა უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ წესებსა და პოლიციის კანონიერ უფლებებს,” – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ხალხი არჩევანს ზეიმობს. ჟურნალისტებთან საუბარში მან ასევე განმარტა, რომ გზა  პოლიციის მიერ გადაკეტილი არ არის და აქციის მონაწილებს “ძალადობის, დაპირისპირებისა და არასტაბილურობის სურათის შექმნა ურჩევნიათ,”.

“მე მგონი გითხარით, რომ არანაირიად არ არის გატაკეტილი ის გზა, რომელიც პოლიციის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული უსაფრთხოებისა და შესაბამისი დელეგაციიების ჩამოსვლის გათვალისწინებით.

ამ პროვოკაციებისა და გაწევ-გამოწევის ნაცვლად, რაც მე მიმაჩნია, რომ ამ მშვენიერ დღეს აფუჭებს და არ შეესაბამესა ქართველი ხალხის განწყობებს…  ძალიან მარტივად შეეძლოთ ესარგებლათ ამ გზით და დღეს უკვე თელავში იქნებოდნენ,” – დასძენს ირაკლი სესიაშვილი.

საპატრულო პოლიცია ოპოზიციონერებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი