ახალი ამბები

ჟურნალისტები ინაუგურაციას ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ

16 დეკემბერი, 2018 • 2703
ჟურნალისტები ინაუგურაციას ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ

ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება, უშუალოდ გააშუქონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ღონისძიებას ერეკლე მეორის ციხის ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ. რაც შეეხება უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პირად ფოტოგრაფებსა და ვიდეოოპერატორებს შეუშვებენ.

“სივრცე არ იძლევა საშუალებას,” – შეზღუდვის მიზეზი ასე განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე თქმით, შიდა სივრცეში არც ოპერატორებს შეუშვებენ, კადრებისთვის ისინი საერთო სიგნალს მიიღებენ.

ინაუგურაცია თელავში დღეს, 16 დეკემბერს, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება. პარალელურად, თელავში ოპოზიციის წარმომადგენელთა აქცია ანონსდება. ამ დროისთვის თელავში მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა. შეფერხებულია მოძრაობა თელავამდეც.

ვრცლად:

აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი