ახალი ამბები

ინაუგურაციისას ოპოზიცია თელავის გარდა თბილისში, 3 საათზე შეიკრიბება

15 დეკემბერი, 2018 • 1456
ინაუგურაციისას ოპოზიცია თელავის გარდა თბილისში, 3 საათზე შეიკრიბება

16 დეკემბერს, თელავში, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 3 საათიდან შეიკრიბებიან.

ამის შესახებ 15 დეკემბერს გმირთა მოედანზე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანები შეთანხმდნენ. მათი თქმით, ინფორმაციას მალე გაავრცელებენ და ხვალ გაცილებით მეტ მხარდამჭერს ელოდებიან.

აქციის ერთ-ერთი სპიკერის თანახმად, თბილისში ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც ვერ ახერხებს, თელავში ოპოზიციის აქციას შეუერთდეს და დილას მანქანების კოლონას არ მიჰყვება.

გმირთა მოედანზე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების აქცია უკვე დასრულდა. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები არიან შეკრებილნი.

ოპოზიციის მხარდაჭერები აცხადებენ, რომ სურდათ, ინაუგურაციის დღეს, დილის საათებში, ზურაბიშვილს გმირთა მოედანზე დახვედროდნენ და ეთქვათ, რომ იგი არ არის საზოგადოების მიერ არჩეული, თუმცა ზურაბიშვილი შაბათს, წინასწარი განცხადების გარეშე ეწვია გმირთა მოედანზე ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს.

აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე

ინაუგურაციის დღეს ოპოზიცია თელავში კოლონით შესვლას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი