“არა სალომეს” – ოპოზიციის აქცია გმირთა მოედანზე

თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქცია იმართება. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები არიან შეკრებილნი.

ოპოზიციის მხარდაჭერები აცხადებენ, რომ სურდათ, ინაუგურაციის დღეს, დილის საათებში, ზურაბიშვილს გმირთა მოედანზე დახვედროდნენ და ეთქვათ, რომ იგი არ არის საზოგადოების მიერ არჩეული, თუმცა ზურაბიშვილი შაბათს, წინასწარი განცხადების გარეშე ეწვია გმირთა მოედანზე ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს.

ზურაბიშვილის ამ აქტივობის შესახებ, რომელიც ინაუგურაციის პროტოკოლის ნაწილია, ჟურნალისტებისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო და არც რაიმე სახის ანონსი გავრცელებულა. კადრები მხოლოდ მოგვიანებით გასაჯაროვდა არჩეული პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ.

არჩეულმა პრეზიდენტმა, პრესსამსახურის თანახმად, მოილოცა ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში და პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

"არა სალომეს" - ოპოზიციის აქცია გმირთა მოედანზე. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“არა სალომეს” – ოპოზიციის აქცია გმირთა მოედანზე. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ოპოზიციის აქტივისტი გმირთა მემორიალთან. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ოპოზიციის აქტივისტი გმირთა მემორიალთან. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

 

ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან