ახალი ამბები

ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს — ჯაფარიძე

15 დეკემბერი, 2018 • 1886
ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს — ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უნდა გაიყიდოს, ხოლო პრეზიდენტის რეზიდენცია ქუთაისში უნდა გადავიდეს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს”, –განაცხადა ჯაფარიძემ ქუთაისში, სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტიკის კითხვაზე პასუხად.

პრეზიდენტის რეზიდენცია — სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი — ამჟამად თბილისში, ავლაბარშია განთავსებული. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადატანა ათონელის ქუჩაზე იგეგმება, ორბელიანის სასახლეში, საიდანაც არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმუშავებს.

ჯაფარიძემ თქვა, რომ დიდი ხანია, ფიქრობს, რომ ავლაბრის სასახლის “კიდევ უფრო კარგი მიზნებისთვის გამოყენება” შეიძლება.

“სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები შეიძლება იყოს სადმე სხვაგან. მე პირადად მგონია, რომ ადმინისტრაციული შენობები უნდა წამოსულიყო ქუთაისში, მთლიანად მთავრობა გადმოსულიყო ქუთაისში საქართველოს პარლამენტთან ერთად და აქ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ყველა სახელწიფო სტრუქტურის შენობა, რომელიც არის ქალაქის ცენტრში, თბილისში, უნდა გაყიდულიყო და ჩართულიყო ეკონომიკურ საქმიანობაში”, – განმარტა ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტი 2012 წელს გადავიდა ქუთაისში, თუმცა 2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს ისევ დედაქალაქში გააგრძელებს.

ფოტორეპორტაჟი ათონელის ქუჩიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი