I რესპუბლიკის მოედანი ავტომანქანებისთვის 8 იანვრამდე გადაიკეტა

დღეს, 15 დეკემბერს, 12:00-დან პირველი რესპუბლიკის(ყოფილი ვარდების რევოლუციის) მოედანი ავტომანქანებისათვის გადაიკეტა. შესაბამის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულის მიზეზი საახალწლო ღონისძებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებაა.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მოაძრაობა 2019 წლის 8 იანვრიდან აღდგება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან