სომხეთში ტელეგადაცემის “რა? სად? როდის?” რუსულ ენაზე წაყვანაზე უარი თქვეს

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” სომხეთში ტელეეთერში მხოლოდ სომხურ ენაზე გავა. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არაიკ არუტუნიანმა განაცხადა.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელეგადაცემისთვის “რა? სად? როდის?” 17 მილიონი დრამი [დაახლოებით, 35 ათასი აშშ დოლარი] გამოიყო. თავის დროზე მე ვაკრიტიკებდი გადაცემის ორგანიზატორებს იმისთვის, რომ გადაცემა რუსულ ენაზე მიყავდათ. მინდა გაცნობოთ, რომ პროექტის დამკიცებამდე მე შევხვდი კარენ ქოჩარიანს და მან მითხრა, რომ შემდეგი წლიდან, გადაცემა მხოლოდ სომხურ ენაზე გავა”, – აცხადებს არუტუნიანი.

2017 წლის წლის ივლისში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდიმა სომხეთს იურიდიულად მოსთხოვა რუსული ენის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, რათა რუსეთში სომხური მართვის მოწმობები აღიარონ. საკითხი სომხეთში ბჭობის საგანი გახდა. ოფიციალური ერევნის პასუხი კი ასეთი იყო: სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენა სომხურია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი