ენმ-ის ოფისში ქალი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დახმარების სათხოვნელად მისული ქალი დაიღუპა. ინფორმაცია, რომელიც ტვ პირველმა გაავრცელა, ენმ-ში და შსს-ში დაგვიდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, ენმ-ის ოფისთან ქალი შეუძლოდ გახდა და პარტიის წარმომადგენლები მის დახმარებას ცდილობდნენ. ქალი სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.