ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად ორი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

20 ივნისი, 2014 • • 1067
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად ორი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

ერთი შემთხვევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე მოხდა, მეორე კი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, არარატის რაიონში 19 და 20 ივნისს მოხდა.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მანამდე, ერთი დღით ადრე, სომეხი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, სოფელ ალიბეილის მიმართულებით (აზერბაინაჯის ტოვუზის რაიონი) სამი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთი ბავშვია. 

 

საინფორმაციო სააგენტო რეგნუმის ინფორმაციით, სროლა 18:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 23:00-მდე გაგრძელდა.

 

აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი