ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქი პარლამენტარი აფხაზური პასპორტების აღიარების შემოთავაზებით გამოდის

20 ივნისი, 2014 • • 1196
თურქი პარლამენტარი აფხაზური პასპორტების აღიარების შემოთავაზებით გამოდის

ინფორმაციის თანახმად, მან პარლამენტს პირდაპირ საზღვაო მიმოსვლის ორგანიზების ინიციატივით მიმართა. 


თურქეთის დელეგაცია, რომელშიც მთვავრობის წევრები, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები შედიოდნენ, აფხაზეთს მაისის ბოლოს ეწვია.  



რეგნუმის შესაბამისად, ვინაიდან თურქეთის მიერ აფხაზეთი არ არის აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სეფერიუსტიუნმა მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების პასპორტების კანონიერების აღიარების შეთავაზება გააკეთა. მაგალითისთვის მან ჩრდილოეთ კვიპროსის (არაღიარებული რესპუბლიკა მსოფლიო თანამეგობრობის უმრავლესი ქვეყნების მიერ) პრეცედენტი მოიყვანა, რომლის მოქალაქეებიც რიგი ევროპული ქვეყნების მიერ იღებენ ვიზებს არსებულ პასპორტებში.

 

აიკან სეფერიუსტიუნმა თქმითვე, აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტების აღიარება შესაძლებელს გახდის პირდაპირ საზღვაო მიმოსვლას და უზრუნველყოფს ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას ქვეყნებს შორის.


აფხაზეთი; ფოტო: visit.abkhazia.su
აფხაზეთი; ფოტო: visit.abkhazia.su


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 

   

მასალების გადაბეჭდვის წესი