თბილისში 4 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, ოთხი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, 14 დეკემბრის ღამით მოხდა.

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, ცივი იარაღი გამოიყენეს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან