ახალი ამბები

პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

14 დეკემბერი, 2018 • 1478
პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 11 დეკემბრის საღამოს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ CNN პარიზის პროკუარტურაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეკომპანია BBC ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ქალაქის ერთ-ერთ უბანში, საწყობში იმალებოდა და პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

თავდამსხმის ორგანიზატორი შერიფ შეკატი სამშაბათის შემდეგ გაქცეული იყო და მას ასობით სამართალდამცავი ეძებდა.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, რამდენიმე ადამიანი კი, მძიმედ დაჭრილი.

The Guardian-ის ინფორმაციით, შერიფ შეკატი 1989 წელს სტრასბურგში, მაროკოელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა. ჩრდილოეთ აფრიკელი მიგრანტებით დასახლებული გარეუბნის სხვა არაერთი მცხოვრების მსგავსად, სკოლა ადრევე დატოვა და არაერთი დაბალანაზღაურებადი სამუშაოთი იყო დაკავებული.

შეკატი წარსულშიც იყო ნასამართლევი. მისი კავშირის პირველი ნიშნები კი ისლამისტურ ექსტრემიზმთან 2013-2015 წლებიდან იკვეთება, როცა  ციხეში სასჯელს იხდიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი