საქართველოში ლესბოსელების პორნო წელს ყველაზე პოპულარული იყო – Pornhub

პორნოს კატეგორიებიდან, გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც საქართველოში ყველაზე პოპულარული ლესბოსელების პორნო იყო. პორნ- პორტალმა მიმდინარე წელი შეაჯამა და გამოავლინა როგორც ყველაზე ყურებადი პორნოს კატეგორია მსოფლიოს მასშტაბით, ისე მათი პოპულარობა ქვეყნების მიხედვით.

შედეგების თანახმად, ლესბოსელების პორნო არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით არის ყველაზე პოპულარული, მათ შორის, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. პოპულარობით, მეორე ადგილზე იაპონური პორნოა, რომელსაც ე.წ. MILF მოსდევს.

პორნოს კატეგორიების ყურებადობა მსოფლიოში. რუკა: Pornhub

პორნოს კატეგორიების ყურებადობა მსოფლიოში. რუკა: Pornhub

პორნოპორტალის მონაცემებით, ლესბოსელების პორნო საქართველოს მოსაზღვრე სომხეთშიც ყველაზე პოპულარულია. აზერბაიჯანსა და თურქეთში ყველაზე ხშირად ანალური სექსის პორნოს უყურებენ, რუსეთში კი – ჰენტაის ანიმაციურ პორნოს.

Pornhub-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ვებგვერდს ყველაზე ხშირად აშშ-იდან, გაერთიანებული სამეფოდან და ინდოეთიდან სტუმრობდნენ. ყველაზე დიდხანს კი საიტზე ფილიპინებიდან, სამხრთ აფრიკიდან და აშშ-იდან შესული ვიზიტორები რჩებოდნენ.

Pornhub მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პორნოგრაფიული საიტია. ის 2007 წელს კანადის ქალაქ მონრეალში დაარსდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან