ახალი ამბები

ოპოზიციის სარჩელი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არც სააპელაციომ დააკმაყოფილა

13 დეკემბერი, 2018 • 1376
ოპოზიციის სარჩელი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არც სააპელაციომ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 11 დეკემბრის გადადწყვეტილება.

ოპოზიცია ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა, რადგან მათი განცხადებით, არჩეულმა პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაარღვია, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ (“ძალა ერთობაშია”) 10 დეკემბერს განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდნენ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით. სასამართლოში მიმართვის საფუძვლად ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაასახელა — ამომრჩევლის მოსყიდვა.

ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი “მოსყიდვის უზარმაზარ, ზღვა მასალას” წარადგენდენ სასამართლოში, მათ შორის, 600 000 პირისთვის ვალების ჩამოწერის “თაღლითურ დაპირებას”, ასევე ხახვის, კარტოფილის, მეორადი ტანსაცმლის უფასოდ დარიგების ვიდეოებს. ვაშაძემ განაცხადა, რომ პროკურატურასაც მიმართავდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიების მოთხოვნით.

თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკამყოფილა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი