ახალი ამბები

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კამერა დაგვიზიანა – ტვ პირველი

13 დეკემბერი, 2018 • 2390
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კამერა დაგვიზიანა – ტვ პირველი

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მათ კამერა დაუზიანა.

ტელეკომპანია ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ დეპუტატი, ჟურნალისტის კითხვის შემდეგ, კამერას ხელს ჰკიდებს და გვერდზე სწევს. როგორც თავად ჟურნალისტი განმარტავს, დეპუტატის გაღიზიანება კითხვამ გამოიწვია. ჟურნალისტს აინტერესებდა, რატომ არ დაესწრო დეპუტატი გუშინ, 12 დეკემბერს, ბიუჯეტის პროექტის განხილვას. პარლამენტმა პროექტი ვერ დაამტკიცა სწორედ იმიტომ, რომ კვორუმი ვერ შედგა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ტრაპაიძეს. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, კამერას დაზიანებული აქვს ლინზა. დამატებით ინფორმაციაზე ტელეკომპანია საქმის დეტალების გარკვევის შემდეგ ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი