ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: მოსკოვის ძირითადი ინტერესი რეგიონში აზერბაიჯანთან უნდა იყოს დაკავშირებული

19 ივნისი, 2014 • • 1135
ბაქო: მოსკოვის ძირითადი ინტერესი რეგიონში აზერბაიჯანთან უნდა იყოს დაკავშირებული

“აზერბაიჯანი რუსეთისთვის კარგი პარტნიორი იქნება. ჩემი აზრით, აზერბაიჯანის აღქმა განვითარებულ, სტაბილურ და საიმედო სტრატეგიულ მეზობლად ძირითად ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. რუსეთს ბევრის მიღწევა შეუძლია, თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში დახმარებას გაუწევს აზერბაიჯანს,”- განაცხადა აზიმოვმა.

 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თავდაპირველად მოსკოვს განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა ყარაბაღის საკითხთხის მიმართ. მისი თქმით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე რუსეთს ჯერ კიდევ უარყოფითი გავლენა ჰქონდა. მაგრამ შემდეგ, როცა განხილვებში მონაწილეობა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსით დაიწყო, გადახედა დამოკიდებულებას საკითხის მიმართ და ერთიანი მიდგომა შეიმუშავა.    


 ფოტო: EPA, 2012 წ.
ფოტო: EPA, 2012 წ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი