ახალი ამბებირეკლამა

ენძელა მაჭავარიანმა ფინანასთა მინისტრს პროგრესულ გადასახადზე ფიქრი შესთავაზა

12 დეკემბერი, 2018 • 1130
ენძელა მაჭავარიანმა ფინანასთა მინისტრს პროგრესულ გადასახადზე ფიქრი შესთავაზა

ენძელა მაჭარვიანმა ფინანასთა მინისტრს გადასახადების ახალ მოდელზე ფიქრი შესთავაზა, რომელშიც შეძლებული ადამიანები ღარიბებზე მეტს გადაიხდიან.

“თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენთან დაბალი გადასახადებია და ამით ევროპაში ვიწონებთ თავს და ეს ძალიან კარგია. მინდა შეგახსენოთ, რომ კომუნალური გადასახადები ძალიან მაღალია. ხომ არ შეიძლება, ეს რომ დავაბალანსოთ ისე, რომ როდესაც წარმოება და ეკონომიკა ვითარდება, ეს აისახოს იმ ადამიანებზეც, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან და რაღაცნაირად ხომ არ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაღალი კომუნალური გადასახდებისგან ცოტათი მაინც ამოვასუნთქოთ ამ ადამიანებს. თუ გადასახადები ასეთი დაბალია, როგორც თქვენ ამბობთ, ხომ არ შეიძლება შეძლებულებმა მეტად გადაიხადონ და გაჭირვებულებს დავეხმაროთ მათ ხარჯზე”, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს და ფინანასთა მინისტრ ივანე მაჭავარიან უსმენენ.

მინისტრს დეპუტატისთვის ჯერ არ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი