ახალი ამბები

ნატო აღიარებს, რომ რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ მიდგომებს – აპატურაი

12 დეკემბერი, 2018 • 1184
ნატო აღიარებს, რომ რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ მიდგომებს – აპატურაი

დღევანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით ნება მომეცით გითხრათ, რომ განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში ძალიან მაღალია, ვინაიდან ყველა კითხვა კარგად ინფორმირებული და პოლიტიკურად მწვავე იყო, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

სტუდენტებმა აპატურაის კითხვები დაუსვეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე, უშლის თუ არა ამ პროცესს ხელს ოკუპირებული ტერიტორიები, რამდენად განსაზღვრელია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსისკენ სწრაფვაში, “ნორდ სტრიმ 2”-ზე, კიბერუსაფრთხოებაზე და სხვა. საუბრის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს შეეხო და იმას, თუ რამდენად ათვითცნობიერებს ნატო ამ საფრთხეებს.

“ძირითადად ეს არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ ნატო-ში და ყოველთვის პასუხი არ გვაქვს. მთავარი კითხვაა, როგორ ვაფასებთ რუსეთის  ქცევას და რას ვაკეთებთ საპასუხოდ. ალიანსი აღიარებს, რომ  რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ მოქმედებას და რამდენიმე შემთხვევაში, კიდევ უფრო ზრდის ამ აგრესიულ ქმედებებს”, – განაცხადა აპატურაიმ და ამის ბოლოდროინდელ მაგალითებად დაასახელა რუსეთის მიერ უკრიანული გემებისთვის ცეცხლის გახსნა ქერჩის სრუტეში, სკრიპალების მოწამვლა და ჰაკერული თავდასხმა ნიდერლანდებში.

“მოკავშირეები აღიარებენ, რომ ჩვენ რეალური გამოწვევა გვაქვს რუსეთთან ბევრ ფრონტზე და ეს სიტუაცია არათუ უმჯობესდება, არამედ ბევრი მიმართულებით უარესდება. ჩვენი პასუხია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემის ყველაზე მასშტაბური გაძლიერება. ამავდროულად, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს, რომ დავეხმაროთ  პარტნიორებს რეგიონში – საქართველოს, უკრაინას. ვაძლიერებთ კიბერუსაფრთხოებას, სტრატეგიულ კომუნიკაციას. ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება მაღალი უნარ-ჩვევების სრული სპექტრი. ჩვენ ასევე გვჭირდება დიალოგი. გვინდა, მივცეთ რუსეთს ხიდი იმ იმ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელიც თვითონ შექმნა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით და თავისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობით. ჩვენ დიალოგს ვიყენებთ, ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ გვინდა რუსეთმა თავისი ქცევა შეიცვალოს და, ამავდროულად, გვინდა კარგი ურთიერთობები მათთან”, – განაცხადა აპატურაიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი