ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ჟურნალისტური ორგანიზაციები ახალ ხელისუფლებას მიმართავენ

12 დეკემბერი, 2018 • 1922
სომხეთში ჟურნალისტური ორგანიზაციები ახალ ხელისუფლებას მიმართავენ

სომხეთში მომუშავე მედიაორგანიზაციები მედიაგამოცემების მიმართ პოლიციის უკანონო მოქმდებებზე ზომების მისაღებად ხელისუფლებას მიმართავენ.

მიმართვაში წერია, რომ  მედიას მუშაობაში ხელი არ შეშლია 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო, თუმცა ბოლო დროს პოლიციის მოქმედებები მედიაგამოცემების მიმართ შეშფოთებას იწვევს.

“წინასაარჩევნო პერიოდში, 7 დეკემბერს, სომხეთის პოლიციის თანამშრომლებმა აშკარად ბოროტად გამოიყენეს თანამდებობები და საინფორმაციო ვებგვერდ «News.am»-ის რედაქციაში უკანონო მოქმედებები განახორციელეს. სამართალდამცველები მედიისგან მოითხოვნდენ ერთ-ერთი პოლიტიკოსის ონლაინ გამოსვლის შინაარსის დადასტურებას, რაც ალოგიკურია როგორც მედიის საქმიანობის ნორმებიდან გამომდინარე, ასევე, სამართლებრივად.

მსგავსი, დაუსაბუთებელი მოთხოვნა ჰქონდა პოლიციას 20 ნოემბერს რედაქცია «Aysor.am»-ის მიმართ. გარდა ამისა, პოლიციამ და საგამოძიებო კომიტეტმა საზოგადოებას არ წარუდგინეს «Yerevan.today»-ს ოფისის ჩხრეკის არცერთი მყარი არგუმენტი და ჩხრეკის შედეგები”.

როგორც მიმართვაში ვკითხულობთ, “სიტყვის თავისუფლებისა და მედიის შეუზღუდავი საქმიანობის თვალსაზრისით მღელვარებას იწვევს ის ფაქტი, რომ დემოკრატიული პროცესების პარალელურად, მედიის მიმართ სამართალდამცველთა თვითნებობას აქვს ადგილი”.

“შესაბამისად, ახალ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღონ ზომები და დაიცვან მედია პოლიციის უკანონო მოქმდებებისგან, უზრუნველყონ მეტად კეთილსაიმედო პირობები ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფალი საქმიანობისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობისა”.

ხელმომწერ მედიაორგანიზაციებს შორისაა სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი, ერევნის პრეს-კლუბი, მედიაინიციატივების ცენტრი, ჟურნალისტთა კლუბი “ასპარეზი” და ა.შ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი