ახალი ამბები

“მე მგონი, ზედმეტი ვნებათაღელვაა” – ზოიძე პრეზიდენტის თანამშრომლების საკითხზე

12 დეკემბერი, 2018 • 1668
“მე მგონი, ზედმეტი ვნებათაღელვაა” – ზოიძე პრეზიდენტის თანამშრომლების საკითხზე

“მე მგონი, ზედმეტი ვნებათაღელვაა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კაკი ზოიძე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სტატუსს ეხება.

ზოიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც პარლამენტმა უკვე განახორციელა, ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

“მე ზოგადად მიმაჩნია და იმიტომ დავუჭირე მარი სჯარო სამსახურის რეოფრმას და კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომ უნდა მოვეშვათ საჯარო მოხელეების დემონიზებას. საჯარო მოხელის [სამსახური] უნდა იყოს პრესტიჟული, პროგნოზირებადი და პრფოსიონლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გზა. საჯარო სამსახურის რეფორმა ჩრდილქვეშ არ უნდა დადგეს, ეს არის ჩემი პოზიცია,  საპარლამენტო უმრავლესობისაც, და არავითარ ვნებათაღელვას, წესით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ზოიძემ.

ამავე თემაზე

შესაძლოა, პრეზიდენტის ათობით თანამშრომელი საჯარო მოხელე აღარ იყოს — ანა ნაცვლიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი