ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: ჩვენ არ მივისწრაფვით NATO-სკენ

12 დეკემბერი, 2018 • 1741
ფაშინიანი: ჩვენ არ მივისწრაფვით NATO-სკენ

სომხეთი ODKB-ის [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] წევრია და არ ისწრაფვის NATO-სკენ. ციტირებს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს რუსული სააგენტო tass.

“ჩვენ გვაქვს NATO-სთან ურთიერთობა და ეს უკავშირდება სამშვიდობო მისიებს, მათ შორის კოსოვოში, ავღანეთში, და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. მაგრამ ჩვენ არ მივისწრაფით NATO-სკენ.

ჩვენ ვართ როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე ევროკავშირის პარტნიორები და არავის გავლენის ქვეშ არ ვიმყოფებით”, – უპასუხა ფაშინიანმა კითხვას პარლამენტის არჩევის შემდეგ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ.


სომხეთი 1994 წლიდან პროგრამაში “პარტნიორობა მშვიდობის სახელით” მონაწილეობს, 2005 წელს კი პირველად მოაწერა ხელი ინდივიდუალური მოქმედების გეგმას IPAP (Individual Partnership Action Plan), რომელიც NATO-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროში რეფორმების  გატარებაში დახმარებას ითვალისწინებს.  სომხეთის სამშვიდობო კონტინგენტი, NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მონაწილეობს კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, ავღანეთში და ლიბანში, 2009 წლამდე – ერაყში.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 11-12 ივლისს, ბრიუსელში გამართულ NATO-ს სამიტში მიიღო მონაწილეობა. პარალელურად ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრებიც გამართა. ამ ფონზე NATO-ს სამიტზე გამგზავრება სომხეთში ბევრმა აღიქვა ბალანსის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯად, თუმცა რეალურად ეს ბალანსი არც არასდროს დარღვეულა. მოსკოვსა და ბრიუსელში ფაშინიანის ვიზიტები სავსებით ეწერება იმ “მულტივექტორულ” ან “კომპლემენტარულ” საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც სომხეთი მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ატარებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი