მერია საახალწლო ვიდეორგოლის მომზადებაში 100 000 ლარს იხდის

თბილისის მერია საახალწლო ვიდეორგოლის მომზადებაში 100 000 ლარს გადაიხდის. გამარტივებული შესყიდვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ” გამოაცხადა.

როგორც შესყიდვის აღწერაში ვკითხულობთ, 2019 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, მედიის, ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის საახალწლო საჩუქრისა და თბილისის მოსახლეობისთვის მისალოცი ვიდეოს დამზადებას გეგმავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჩუქრების დასამზადებლად სააგენტო 25 500 ლარს დახარჯავს და პრიორიტეტს ისეთ ორგანიზაციას მიანიჭებენ, ვიც ორიენტირებულია შშმ პირებთან თანამშრომლობაზე. ვიდეორგოლის მოსამზადებლად კი 100 000 ლარს გადაიხდის.

მთლიანობაში, ამ ამომსახურებაზე მერია 125 500 ლარს დახარჯავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.