ახალი ამბები

საზოგადოებას არ ვყოფთ იმისიანებად და ამისიანებად – კალაძე საახალწლო კონცერტის მონაწილეებზე

12 დეკემბერი, 2018 • 1318
საზოგადოებას არ ვყოფთ იმისიანებად და ამისიანებად – კალაძე საახალწლო კონცერტის მონაწილეებზე

თბილისის მერის განცხადებით, 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. კახა კალაძის თქმით, კონცერტზე კინომუსიკა შესრულდება. თბილისის მერმა საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საახალწლო კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

“28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. აქ დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები და მოეწყობა საბავშვო კონცერტები. იქ მუსულ ადამიანებს სხვადასხვა კერძის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. საკმაოდ საინტერესო და თბილი გარემო იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტში. ჩვენ საზოგადოებას არ დავყოფთ “იმისიანებად” და “ამისიანებად”. დაახლოებით 500-მდე მონაწილე იქნება, რომლებიც ამ კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას.  ასევე მინდა გითხრათ, რომ 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი,” -აცხადებს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი