ახალი ამბები

სროლა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე — მოკლულია სულ მცირე 1 ადამიანი

12 დეკემბერი, 2018 • 1749
სროლა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე — მოკლულია სულ მცირე 1 ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის სიახლოვეს სროლის შედეგად სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა, – იუწყება BBC.

The Guardian-ის თანახმად, სულ ცოტა 10 ადამიანი მაინც დაშავდა.

BBC-ის თანახმად, პოლიცია აცხადებს, რომ მსროლელი ჯერ კიდევ [თბილისის დროით 12 დეკემბერს, 00:50 საათზე] არ დაუკავებიათ.

ინციდენტის გამო სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტი დროებით დალუქეს. ევროპარლამენტის წევრმა ბრიტანეთიდან, რიჩარდ კორბეტმა, დატვიტა, რომ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და სროლის შემდეგ ეს რესტორანიც დალუქეს. მისი თქმით, დაუზუსტებელი ცნობებით, სამი ადამიანია მოკლული.

მასალების გადაბეჭდვის წესი