ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედოევი: საქართველოში სამხრეთ ოსეთის პროგრესის შესახებ არ იციან

11 დეკემბერი, 2018 • 2254
მედოევი: საქართველოში სამხრეთ ოსეთის პროგრესის შესახებ არ იციან

საქართველოს მთავრობის ინიციტივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ” კომენტარის დროს ოსურ მედიასთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ “ეს პროგრამა ალოგიკურია და არ აქვს მომავალი, ვინაიდან, ერთი მხრივ, ქართული მხარე თანამშრომლობაზე, ძმობასა და მეგობრობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი, ოსების გენოციდის გამო ბოდიშსაც არ იხდის”.

აქვე მან ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც სხვებისთვის უცნობია.

“საქართველოში, სავარაუდოდ, არ იციან სამხრეთ ოსეთში რეალური სიტუაციისა და ცხოვრების დონის შესახებ, თუ როგორ ვითარდება რესპუბლიკა დღეს.

ამის რეალური მაგალითია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარების ვიზიტი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსისტეტის ახალი კომპლექსის შენობაში, სადაც ისინი უკიდურესად გაკვირვებული დარჩნენ ნანახით. მათ არ იციან იმ პროგრესის შესახებ, რომელიც რუსეთის, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის წყალობით აქ არსებობს. საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ აგრესიის წლები დავივიწყეთ და მათი აზრით, აქ გვცივა და გვშია”.

თბილისისმიერ  შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივები სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. რას სთავაზობს თბილისი სოხუმსა და ცხინვალს, წაიკითხეთ აქ.

დიმიტრი მედოევი; ფოტო: cominf.org

 

მასალების გადაბეჭდვის წესი