12 დეკემბერს საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი

2018 წლის 12 დეკემბერს თბილისს ვიზიტით ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

მათივე ინფორმაციით, იგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com