ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას სთავაზობენ

18 ივნისი, 2014 • • 1098
აფხაზეთში პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას სთავაზობენ

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესლან ბუტბამ ხაჯიმბას კანდატურის მხარდაჭერის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. 

 

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს გაიმართება. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტის წინადადებით პრეზიდენტის პოსტი დატოვა ალექსანდრ ანქვაბმა. 31 მაისიდან პრეზიდენტის მოავლეობას პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა ასრულებს. კანდიდატურების წარდგენა 25 ივნისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი