ახალი ამბები

სასამართლომ არ დააკამყოფილა ოპოზიციის სარჩელი ზურაბიშვილის წინააღმდეგ

11 დეკემბერი, 2018 • 2054
სასამართლომ არ დააკამყოფილა ოპოზიციის სარჩელი ზურაბიშვილის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა ოპოზიციის სარჩელი არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ გადაწყვეტილება 11 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

ნეტგაზეთს ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ (“ძალა ერთობაშია”) 10 დეკემბერს განაცხადა, რომ სასამართლოს ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართავდნენ.

სასამართლოში მიმართვის საფუძვლად ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაასახელა — ამომრჩევლის მოსყიდვა.

ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი “მოსყიდვის უზარმაზარ, ზღვა მასალას” წარადგენდენ სასამართლოში, მათ შორის 600 000 პირისთვის ვალების ჩამოწერის “თაღლითურ დაპირებას”, ასევე ხახვის, კარტოფილის, მეორადი ტანსაცმლის უფასოდ დარიგების ვიდეოებს.

ვაშაძემ განაცხადა, რომ პროკურატურასაც მიმართავდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიების მოთხოვნით.

როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” II ტურში 530 000 ხმით მეტის მიღება

მასალების გადაბეჭდვის წესი