ახალი ამბები

თბილისში პირმა მანქანა გაიტაცა და შემდეგ 5 ავტომობილი დაამტვრია – შსს

11 დეკემბერი, 2018 • 1141
თბილისში პირმა მანქანა გაიტაცა და შემდეგ 5 ავტომობილი დაამტვრია – შსს

თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, ხოლო შემდეგ ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგადაც 5 ავტომობილი დაამტვრია – იუწყება შსს.

უწყების ცნობით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა, ბრალდებულმა მანქანა მაშინ გაიტაცა, როდესაც მისი პატრონი თანხის ჩასარიცხად ავტომობილიდან გადასული იყო.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი