ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ არჩევნები დაბალანსებულად გააშუქა – დამკვირვებლები

11 დეკემბერი, 2018 • 1237
სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ არჩევნები დაბალანსებულად გააშუქა – დამკვირვებლები

სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ საპარლამენტო არჩევნები გონივრულად დაბალანსებულად გააშუქა, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP), ევროპის საბჭოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში.

როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, მედიაგარემო სომხეთში დივერსიფიცირებულია და წარმოდგენილია 160-ზე მეტი ტრადიციული მედიასაშაულებით და 200-ზე მეტი ონლაინ ახალი ამბების პორტალით. ინფორმაციის ძირითადი წყარო, განსაკუთრებით დედაქალაქს გარეთ, ტელევიზიაა.  ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 103 ტელევიზია მაუწყებლობს. პოლიტიკური ინფორმაციის გავრცელებისა და დებატებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა სოციალური ქსელები, განსაკუთრებით , “ფეისბუქი”.

როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაში არის აღნიშნული, “ODIHR-ის დამკვირვებლების უმრავლესობამ შენიშნა გაუმჯობესება მედიათავისუფლების და პლურალიზმის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მათგანმა ხაზი გაუსვა საერთო დისკურსს, რომელიც არ იყო “მთავრობის, განსაკუთრებით მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კრიტიკისკენ მიმართული”.

დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, რომ ბევრი კერძო გამომცემლობა ასოცირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ფინანსურადაც.

სომხეთის საარჩევნო კოდექსის თანახმად,  ტელე-რადიოკომისია (CTR) ზედამხედველობს მაუწყებლობების გაშუქებას ოფიციალური საარჩევნო კამპანიების დროს. აღნიშნულმა კომისიამ მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში 5 დეკემბერს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კანონდემბლობის დარღვევა არ გამოუვლენია.

ODIHR-ის დამკვირვებლებმა მედიამონიტორიგი 19 ნოემბერს დაიწყეს. მათი დასკვნით, მედიაგაშუქებაში მნიშვნელოვანი განსხვავება იყო საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე და მის შემდეგ. კერძოდ,   მონიტორნგის ქვეშ არსებულმა ყველმა მაუწყებელმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოქმედი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გაშუქება. მაგალითად, საზოგადოებრივმა პირველმა არხმა 79%-დან 18%-მდე შეამცირა და ძირითადად შეინარჩუნა პოზიტიური და ნეიტრალური ტონი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 10 დებატს უმასპინძლდა, მათ შორის ფინალურ ცოცხალ ეთერს ყველა პარტიისა და ალიანსის ლიდერის მონაწილეობით.

“საზოგადოებრივმა პირველმა არხმა ყველა მონაწილე დაბალანსებულად გააშუქა”, – ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაში.

სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულმა კერძო მედიასაშუალებებმა კი, საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშის თანახმად, ფავორიტი კანდიდატები უფრო პოზიტიურად გააშუქეს.

ამავე თემაზე:

“ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით” – დამკვირვებლები სომხეთის არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი