ახალი ამბები

დემნა გვასალია 2018 წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერი გახდა

11 დეკემბერი, 2018 • 1463
დემნა გვასალია 2018 წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერი გახდა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს ლონდონში, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წლის საუკეთესო ბრენდად „გუჩი“ დასახელდა. წლის საკუკეთესო დიზაინერის ჯილდო „ვალენტინოს“ პიერ პაოლო პიჩოლიმ მიიღო, მოდის სფეროში განსაკუთრებული მიღწევისთვის კი იტალიელი დიზაინერი, მიუჩა პრადა დააჯილდოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი