ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედოევი: სამხრეთ ოსეთში სირიის, სირიაში კი სამხრეთ ოსეთის საკონსულო გაიხსნება

11 დეკემბერი, 2018 • 1372
მედოევი: სამხრეთ ოსეთში სირიის, სირიაში კი სამხრეთ ოსეთის საკონსულო გაიხსნება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა სირიის არაბულ რესპუბლიკაში საელჩოს გახსნა დააანონსა.

“დიდი ხანია მივისწრაფოდით ამისკენ, არაერთი მოლაპარაკება და კონსულტაცია გავმართეთ. კომუნიკეში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ქვეყნები საკონსულოების დონეზე დიპლომატიურ ურთიერთობებს განავითარებენ, ანუ სამხრეთ ოსეთში სირიის, სირიაში კი სამხრეთ ოსეთის საკონსულო გაიხსნება. ამ მიმართულებით ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, უკვე ახალ წელს სირიაში ჩვენი საკონსულო გაიხსნება”, – ამბობს მედოევი.

ამჟამად ამ პროცესს, როგორც მედოევი ამბობს, სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები უშლის ხელს.


სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი