Air France-ით თბილისი-პარიზი-თბილისის ორი გზის ბილეთის საფასური 288 ევროდან დაიწყება

ფრანგული ავიაკომპანია Air France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 2019 წლის ზაფხულის სეზონზე, 31 მარტიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, შეასრულებს.

Air France კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას, იფრენს შარლ დე გოლის აეროპორტიდან. ფრენები დღის საათებში შესრულდება.

შარლ დე გოლის აეროპორტიდან თვითმფრინავი გამოფრინდება პარიზის დროით 13:25 საათზე და თბილისში ჩაფრინდება 20:10 საათზე.

რაც შეეხება თბილისიდან გაფრენას, რეისი შესრულდება თბილისის დროით დილის 9 საათზე და პარიზში ჩაფრინდება პარიზის დროით 12:10 საათზე. ავიარეისი შესრულდება ეარბას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, ფრენის ხანგრძლივობა იქნება 4 საათი და 45 წუთი. ერთი მიმართულების ბილეთის საფასური მინიმუმ 144 ევროდან დაიწყება და ზედა ზღვარი დამოკიდებული იქნება როგორც ბილეთის ტიპზე, ისე რეისის დატვირთვაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.