ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

10 დეკემბერი, 2018 • 2277
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. ნეტგაზეთს პრესსამსახურში უთხრეს, რომ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი მღებრიშვილის პირველი მოადგილე იქნება.

თემურ მღებრიშვილი მანამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2014 წელს კი  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მღებრიშვილი განათლებით სამართალმცდოდნეა, 2004 წელს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა. პრემიერმა თემურ მღებრიშვილის დანიშვნის ბრძანებას ხელი პირველ დეკემბერს მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი