ახალი ამბები

“ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევისწავლით” – კონკურენციის სააგენტო პურის ფასზე

10 დეკემბერი, 2018 • 2439
“ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევისწავლით” – კონკურენციის სააგენტო პურის ფასზე

პურის ფასის ზრდას კონკურენციის სააგენტო შეისწავლის. ამის შესახებ ნეტგაზეთს სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა განუცხადა.

დღეს, 10 დეკემბერს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასაც უკავშირდებოდეს და შესაბამის ორგანოებს ამ საკითხის შესწავლა დაავალა.

ნეტგაზეთთან სატელეფონო ინტერვიუს დროს ხადური დასძენს, რომ კონკურენციის სააგენტო საკითხს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად შეისწავლის, თუმცა, დამატებითი დეტალების შესახებ არ ისაუბრა.

ამავე თემაზე:

რატომ გაძვირდა პური

მასალების გადაბეჭდვის წესი