პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-3 კვარტალში 48.2%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მე-3 კვარტალში, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესიტიციები შემცირდა.

მიმდინარე წლის 2018 წლის მე-3 კვარტალში ქვეყანაში 322.6 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებთ, 48.2 %-ით ნაკლებია. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, გასული წლის მე-3 კვარტალში საქართველოში ინვესტიციის სახით თითქმის 623 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა.

წაყო: საქსტატი

საქსტატი FDI-ში შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის ფაზის დასრულებას ასახელებს. საქსტატის ცნობით, შემცირება ასევე გამოიწვია რამდენიმე საწარმოს გადასვლამ საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებამ.

2018 წლის სამ კვირტალში ქვეყანაში დაახლოებით 998 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მაშინ როდესაც გასული წლის სამი კვარტლის FDI-ის საერთო მოცულობა 1, 372.2 აშშ დოლარი იყო.

ძირითადი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში:

  • ნიდერლანდები – 49.7 მლნ აშშ დოლარი
  • სამხრეთ კორეა – 40.2 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 33.1 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 32.1 მლნ აშშ დოლარი
  • პანამა – 27.7 მლნ აშშ დოლარი

მე-3 კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის (56.5 მლნ აშშ დოლარი), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (54.5 მლნ აშშ დოლარი)  და ენერგეტიკის დარგში შევიდა (46.3 მლნ აშშ დოარი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2018 წლის III კვარტალში 48.8 პროცენტი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.