ახალი ამბები

ხშირად ისმოდა, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს? – ილია II

9 დეკემბერი, 2018 • 1787
ხშირად ისმოდა, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს? – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და დაგეგმილ ინაუგურაციაზე ისაუბრა. ის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებს შეეხო და შემდეგნაირი შეფასება გაახმიანა:

“აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვლეთ, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენმა ერმა გამოავლინა ბევრი უარყოფითი მხარე. ეს ძალიან საწყენია.

ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვებიც, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ”, – თქვა მან.

ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს.

„მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად”,- აღნიშნა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი