დავაკავეთ პირი, რომელსაც საქართველოში 229 შეკვრა “ჰეროინი” შემოჰქონდა – შსს

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით აშშ-ს მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. ექსპერტიზა უკვე დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 260-2 და 262-ე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან