ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

9 დეკემბერი, 2018 • 1295
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს, 9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.

სადეპუტატო მანდატებისთვის 11 პოლიტიკური გაერთიანება, 2 ბლოკი და 9 პარტია იბრძვის. მათ შორის, ბლოკი “ჩემი ნაბიჯი” პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკია.

სომხეთი ახალ პარლამენტს 5 წლით ირჩევს. ეროვნულ კრებაში მინიმუმ 101 დეპუტატი მოხვდება.

აღნიშნული არჩევნები იქნება ბოლო აკორდი იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც 31 მარტს დაიწყო და “ხავერდოვანი რევოლუციის” სახელი დაერქვა.

უფრო ვრცლად სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წაიკითხეთ აქ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი