ახალი ამბები

(ვ)ნებები და უფლებები: გამოფენა სექსუალურ უფლებებზე — გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

8 დეკემბერი, 2018 • 2978
(ვ)ნებები და უფლებები: გამოფენა სექსუალურ უფლებებზე — გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

“(ვ)ნებები და უფლებები” — ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სექსუალური უფლებების თემაზე შესრულებულ სხვადასხვა სახის ნამუშევარს აერთიანებს.

გამოფენილი ნამუშევრები — ფოტოები, ნახატები, კოლაჟები — ეკუთვნით ქართველ არტისტებს, რომლებმაც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

16-დღიანი კამპანია 25 ნოემბრიდან — ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღიდან 10 დეკემბამდე გრძელდება. იგი გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად;

ნამუშევრების თემატიკა, გამოფენის ორგანიზატორების ცნობით, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა იდენტობა, თვითგამორკვევა, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება და რეპროდუქცია.

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გამოფენისა და კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG). WISG-ის დირექტორი, ეკა წერეთელი ამბობს:

“ეს გამოფენა მიეძღვნა 16-დღიან კამპანიას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენაა მიმართული. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ სექსუალური უფლებების დეკლარაციაზე და მივეცით საშუალება შემოქმედ ადამიანებს, გადაეაზრებინათ ეს უფლებები და ვიზუალურად გამოეხატათ, თუ როგორ აღიქვამენ მას. შესაბამისად, გამოფენილი ნამუშევრებიდან 16 ნამუშევარი შევარჩიეთ”.

WISG-ის დირექტორი ეკა წერეთელი (მარჯვნივ). 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“ფაბრიკაში”, გამოფენის დარბაზში, ნამუშევრების წინ გამჭვირვალე ფარდებია ჩამოშლილი, რომლებზეც სექსუალური უფლებების დეკლარაციის მუხლებია მიწერილი. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ამ ავტორებს შორის მოხვდნენ ლია უკლება, მანო სვანიძე, ჰიუ ჩარლზ ანდერსონი და სხვები. 8 დეკემბერს, გამოფენის გახსნაზე კი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

პირველი ადგილის მფლობელი მაკა ზედელაშვილი გვეუბნება: “ქალთა უფლებები იყო თემა, რომელზეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ნამუშევრები შევასრულე, ამ თემას ეხებოდა. ეს ის თემა, რაც მტკივა, მაღელვებს და მინდა, ამ მიმართულებით ხელოვნების გზით რეალური ცვლილებები მოხდეს”.

მაკა ზედელაშვილი, პირველი ადგილის მფლობელი. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ფაბრიკაში მაკა ზედელაშვილის ორი ნამუშევარია გამოფენილი პირველი, “ელდორადო”, მისი თქმმით, მუსლიმ ქალებს ეხება, მეორე კი გოგონათა წინადაცვეთას.

“ეს არის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს სამ სოფელში დღესაც ტარდება… შოკისმომგვრელი იყო იმის გაგება, რომ ეს ტრადიცია ჩვენთან არსებობს”, – ამბობს ავტორი.

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე) დადასტურდა. ეს პრაქტიკა თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა. 2017 წელს ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის კოდექსით აიკრძალა.

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გამოფენა “ფაბრიკაში” 9 დეკემბრის 21:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გამოფენა “ვნებები და უფლებები”. 08.12.2018. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი