ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სპიტაკის მიწისძვრის 30-ე წლისთავზე ქართველ ექიმს სამადლობელი წერილი გადასცეს

7 დეკემბერი, 2018 • 2120
სპიტაკის მიწისძვრის 30-ე წლისთავზე ქართველ ექიმს სამადლობელი წერილი გადასცეს

სპიტაკის მიწისძვრის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ქართველ ექიმს, თეიმურაზ გოგიძეს სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამადლობელო წერილი გადაეცა. ექიმმა თეიმურაზ გოგიძემ სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ თბილისში ჩაუტარა ოპერაცია ათეულობით დაშავებულს. ინფორმაციას სომხეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა რუბენ სადოიანმა სომეხი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, ექიმ გოგიძის თაოსნობით, ძალიან მძიმე ჟამს სომეხი ხალხისადმი გაწეული  დახმარებასათვის.

რაც შეეხება გოგიძეს, ექიმმა ელჩთან საუბარში განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა პატარა ბავშვისთვის, სახელად ლილი, ჩატარებულმა მძიმე ოპერაციამ. ექიმს ბავშვი ოპერაციის შემდეგ აღარ უნახავს. ელჩთან ვიზიტისას მან გამოთქვა იმედი, რომ ამ სამადლობელო წერილის გადაცემის ამბის გაშუქება შესაძლებლობას მისცემს ლილის, თავისი მკურნალი ექიმი იპოვოს.

სპიტაკის მიწისძვრა 1988 წლის 7 დეკემბერს მოხდა. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 25 000 ადამიანი დაიღუპა, ათი ათასობით კი დაიჭრა. მიწისძვრის შედეგად გაჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგური. გაჩერდა ფაბრიკები და ქარხნები, ადამიანები დღე-ღამის განმავლობაში ვერ იღებდნენ ელექტროენერგიას, საავადმყოფოებში ოპერაციებს ბენზინის გენერატორებიდან მიწოდებულ შუქზე აკეთებდნენ,

მასალების გადაბეჭდვის წესი