ახალი ამბები

უფლებადამცველები რუსეთში ფეისბუკპოსტის გამო დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ

7 დეკემბერი, 2018 • 1146
უფლებადამცველები რუსეთში ფეისბუკპოსტის გამო დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ჯგუფები რუსეთში 77 წლის აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ. აქტივისტი”არალეგალური ფეისბუკპოსტის” გამოქვეყნების ბრალდებით დააკავეს და 25-დღიანი პატრიმრობა მიუსაჯეს. მისი დაკავების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომლითაც ის მოსახლეობას მოუწოდებდა ექსტრემიზმის ბრალდებით თინეიჯერების დაკავების გაპროტესტებისკენ.

ინფორმაციას ამის შესახებ codastory.com ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ვეტერანი აქტივისტი ერთ-ერთია იმ გრძელ სიაში, ვინც რუსეთში ონლაინ-სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო დააპატიმრეს.

მოთხოვნას უერთდებიან Amnesty International და Human Rights Watch.

როგროც Amnesty International-ის მოსკოვის წარმომადგენლობის დირექტორი, ნატალია ზვიაგინა ამბობს, ლევ პონომარევი რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივიზმში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ამ ნაბიჯით რუსეთის ხელისუფლება სჯის ადამიანს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ხალხის დაცვას მიუძღვნა.

Human Rights Watch-ის წარმოამდგენლის, რეიჩელ დენბერის თქმით, პონომარევის დაკავება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ზღვარი არ არსებობს მათ არ აინტერესებთ გამოხატვის თავუსფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, არც მაღალკვალიფიციური უფლებადამცველების დაკავებისგან იხევენ უკან.

მასალების გადაბეჭდვის წესი