ახალი ამბები

“განხილება ყველა ფორმატი” – ოპოზიციის აქცია თელავში ინაუგურაციის პარალელურად?

7 დეკემბერი, 2018 • 2050
“განხილება ყველა ფორმატი” – ოპოზიციის აქცია თელავში ინაუგურაციის პარალელურად?

“განხილება აბოსლუტურად ყველა ფორმატი”, – ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ რ2-ის კითხვას, განიხილება თუ არა აქციის თელავში ჩატარება.

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს. ამავე დღეს ოპოზიცია გეგმავს საპროტესტო აქციას.

“არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის “ინაუგურაციაზე’ ჩვენ, ცხადია, დასწრებას არ ვაპირებთ, თუმცა ამის სურვილი არ არის ხელისუფლებიდან. აქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, შევარჩევთ ისეთ ადგილს, ფორმატს, მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ეფექტური და სწორი იქნება ჩენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მანამდე გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ისინი ინაუგურაციას ხელს არ შეუშლიან. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი