ახალი ამბები

პირველი ქართველი კალათბურთელი გოგო, რომელიც კარიერას აშშ-ში აგრძელებს

7 დეკემბერი, 2018 • 3362
პირველი ქართველი კალათბურთელი გოგო, რომელიც კარიერას აშშ-ში აგრძელებს

18 წლის ნატალია ოთხმეზური არის პირველი გოგო ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას აკადემია ავრცელებს.

“პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური არის პირველი გოგო ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს. ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა. ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს”, – აცხადებს ფაჩულიას აკადემია.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის“, – ამბობს 18 წლის ნატალია ოთხმეზური.

მასალების გადაბეჭდვის წესი