ახალი ამბები

ერდოღანი ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

6 დეკემბერი, 2018 • 1944
ერდოღანი ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომეს ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. წერილს ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ერდოღანი გამარჯვებული კანდიდატისთვის გამოგზავნილ მილოცვაში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებაც საუბრობს.

“მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას.

მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს- კეთილდღეობა და აღმავლობა”, – წერს ერდოღანი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 59.52 % მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი