ბურჯანაძის პარტიის წევრი ლგბტ აქტივისტის შეურაცხყოფისთვის 1 ლარით დაჯარიმდა

დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ბესიკ დანელია, რომელმაც კავკასიის ეთერში “პიდარასტი” უწოდა ლგბტ აქტივისტს, დამნაშავედ ცნო და 1 ლარით დააჯარიმა.

ამ საქმეში დაზარალებული თანასწორობის მოძრაობის წევრი, ლევან ბერიანიძეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

როგორც ბერიანიძე წერს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გაირკვა, რა ღირს ლგბტ ადამიანების საჯაროდ შეურაცხყოფა: “მერე გაგვიკვირდება, რატომ გარბის ლგბტ თემი საქართველოდან და რატომ არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს უფლებების დარღვევის შემთხვევაში.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.