ლუქსემბურგში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო გახდება. პრემიერ-მინისტრის დაპირებისამებრ, მომდევნო ზაფხულიდან ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე – ტრამვაიზე, ავტობუსებსა და მატარებლებზე – ბილეთები უფასო იქნება. მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გარემოზე ზრუნვით ხსნის.

The Guardian წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაკომპლექტებას სოციალისტური და მწვანეთა პარტიით აპირებს. მათი წინასაარჩევნო დაპირებები კი გარემოსდაცვით საკითხებს ეხებოდა. გარდა ამისა, მთავრობა კანაფის ლეგალიზაციასა და უქმე დღეების დამატებას გეგმვას.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის დედალაქ ლუქსემბურგ სითიში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსპორტის მოძრაობის სისტემაა. დედაქალაქში სულ 110 ათასი ადმიანი ცხოვრობს, ამას ემატება ქალაქში სამუშაოდ მისული 400 ათასი ადამიანი. 2016 წლის კვლევის მიხედვით,  ლუქსემბურგ სითიში გადაადგილებისას მძღოლები საცობში საშუალოდ ატარებენ 33 საათს.

აქედან გამომდინარე, მთავრობამ ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა პრიორიტეტად დაასახელა. მიმდინარე წლის ზაფხულში ბავშვებისა და 20 წლამდე პირებისთვის საოზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარადა და ქვეყნის პრემიერი გახდა დემოკრატიული პარტიის წევრი ხავიერ ბატელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.